თბილისის სომელიეს სკოლის წარმატებით დამთავრების ბანკეტი / Tbilisi Wine sommelier’s school sucessfully graduation party

6 თვის მანძილზე ვწვალობდით თბილისის სომელიეთა ასოციაციის  მიერ ორგანიზებული სომელიეს სკოლაში, გამოცდებიც ჩავაბარეთ წარმატებით.  🙂

ამ ხნის მანძილზე გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, ეს ადამიანები იყვენენ გაერთიანებულები ღვინის ინტერესის და ვაზის სიყვარულის გარშემო.

ჩვენი მარნისთვის უმნიშნელოვანესი იყო ამ სკოლაში  მიღებული ცოდნა და გამოცდილება. საინტერესო იყო ლექტორების ლექციები, მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თანამედროვე სამყაროში არსებული სიახლეები,და სხვა. საინტერესო იყო მსოფლიო ღვინოების დეგუსტაციები , დავაგემონეთ  შემდეგი ქვეყნების ღვინოები: საფრანგეთი, იტალი, გერმანია, სამხერეთ აფრიკა, არგენტინა, ჩილე, ამერიკა, ავტრალია, ესპანეთი, პორტულგალია და სხვა.

მიღებული ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს მარანში, ვენახის მოვლაში, ღვინის დაყენებაში, სტუმრების მომსახურება ღვინის დეგუსტაციისას, მოვემსახურებთ სტურმებს როგორც სომელიე, ღვინის და კერძების შეხამებაში, სტუმრებს ავუხსნით ღვინის შესახებ უფრო უკეთესად და ასევე მიღბული ცოდნა ჩვენი ღვინის შეფასებაშიც დაგვეხმარება,  რომ უფრო უკეთესი ღვინო ვაწარმოვოთ წლიდან წლამდე…

ძალიან სასიამოვნო იყო ღვინის სკოლის ლექტორების მიერ ჩატარებული ლექციები, მათი გაცნობა, მათი აზრების  და შეხედულებების მომსმენა..

მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის ღვინის სომელიეთა ასოციას, მათ ყველა თანამშრომელს, მოწვეულ ლექტორებს.

Tbilisi’s Wine School’s Sommelier’s meeting. / სომლიის ასოციაციის ღვინის სკოლის შეხვედრა

13709791_10155021630208294_7659436431169188565_n

IMG_2052   IMG_2084IMG_2063IMG_2055IMG_2078IMG_2080 IMG_2086 IMG_2091IMG_2098

 

როსტომაანთ მარანი InVino Georgia / Rostomaant Marani

InVino Georgia

Qvevri wine Rostomaant Marani

Chacha Rostomaant Marani

როსტომაანთ მარნის ქვევრის ღვინო და ჭაჭა ახლა უკვე ხელმისაწვდომია InVino Georgia ღვინის მაღაზიაში.

ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალი,N91

რქაწითელის ქვევრის ღვინის 2015 წლის ყიდვა უკვე შესაძლებელია სამებასთან ღვინის მაღაზიაში / Rqatsiteli Qvevri wine 2015 vintages availabe now at wine shop new Sameba

 

wine Shop Wine Time
wine Shop Wine Time

Rqatsiteli Qvevri wine 20015

8000_mosavali_wineshop

სიახლე!  ღვინის მაღაზიებში ღვინის დროსა და 8000 მოსავალში   შევიტანეთ 2015 წლის რქაწითელის ქვევრის ღვინო .

ღვინო დამზადებულია ქვევრში ბუნებრვი საფუარზე, კახური ტრადიუცული წესით, 6 თვის მანძილზე დაყოვნებული იყო თვისივე 100% ჭაჭა-კლერტზე. თვითონ ვენახი მდებარეობს სოფელ კურდღელაურში, ვენახი ირის ძველი და 10 პლანზე დაიკრიფა 1000 კილომდე.

News! In Wine shop Wine Time and 8000 Vintages now can be purchased our Rkastiteli Qvevri wine 2015 Vintages.

We are following old tradition method  of making wine, using wild yeast. The 100% ripest of stems are added to the grape skins, juice and pits. Wine is aged for 5-6 months together and then taking wine.

 

ნიკოლოზ როსტომაშვილთან ვაჟა ფშაველას სტუმრობა..

rMaraniLogo

ნიკოლოზ როსტომაშვილის ნაამბობი ვაჟა ფშაველას სტუმრობის შესახებ, ნაამბობს ჰქვია ქათამი და ქურდი შოთა როსტომაშვილის “ასი ოცნების წიგნიდან“

ნიკოლოზ როსტომაშვილი იყო ბოლო მემკვიდრე როსტომაართ მარნის ახმეტაში. როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ 1921 წელს წაართვეს მარანი და ვენახები, გააკულაკეს. იმედია მალე დავადგენთ მარნის და ვენახების მდებარეობას.

 

ქათამი და ქურდი

1913 თუ 1914 წელს მოხდა ეს ამბავი. მასწავლებლად ვმუშაობდი პანკისის ხეობაში (დღევანდელი ახმეტის რაიონი), ფშავლებით დასახლებულ სოფელ ყვარელწყალში(კოშკებიც ერქვა).  ერთ საღამოს ცხენოსნები მოადგნენ ჩემს ბინას. გავხედე სტუმრებს. ვაჟა-ფშაველა,  ჩემი ცოლის ძმა მიხეილ შამანაური, ქვისლი მიხეილ მათურელი იყვენენ.

ვაჟა ფშაველას სტუმრობა ყველა ქართველისთვის ბედნიერება იყო და ადვილი წარმოსადგენია ჩემი აღფრთოვანება. ოჯახი ჭერამდე გაივსაო სიახარულით.

რათქმა უნდა, უმალ შევუდექით  დიდი სტუმრის პატივისცემისთვის მზადდებას. ვაჟა იხვეწებოდა ნუ შეწუხდებით, ყველი და პური საკმარისი იქნებაო, მაგრამ ვინ დაუჯერებდა?  წასვლა არსად გვინდოდა, ყველაფერი სახლში გქონდა, მხოლოდ მებადური ვაფრინეთ ალაზანზე.

სუფრა მალე გაიშალა, დიასახლისმა მაგიდასთან მიგვიწვია.

სადღეგრძელო სადღეგრძელოს მოსდევდა.  ვმხიარულობდით.  უფრო ხშირად კი ვსაუბრობდით სამშობლოს გასაჭირზე.

ამ პერიოდში ვაჟა “ფშაველების საქმით“ იყო დაკავებული.  გვიამბობდა რა სიძნელეები ეღობებოდა, ვინ უწევდა წინააღმდეგობას, ვინ ეხმარებოდა ფშავლების შირაქში დასახლებაში.

საუბარში დრო შეუმჩნევლად გაპარულიყო.

უცებ ჩვენი ყურადღება მიიპყო ქათმების კრიახმა. გამოვედით და რას ვხედავთ, საქათმეში ქურდია, გამოვათრიეთ გარეთ, ყვარელწყლელი ფშავლელი აღმოჩნდა.

ვაჟა გაბრაზდა, ბობოქრობდა.  – ფუი შენს კაცობას, ფშავლების შემარცხვენელო – მისძახოდა.

ქურდი თავდახრილი იდგა, ალბათ ნატრობდა: გასკდი მიწავ და ჩამიტანეო.

ვაჟა ვერ დავაწყნარეთ. ციხეში უნდა ამოვალპოთ ეს არაკაცი, – მოითხოვდა, შემდეგ მე მომიბრუნდა და მითხრა:  –  ამ ბაცაცას ეს არ უნდა ეპატიოს, სამართალს გადაეცი მისი საქმე.

მე შევესიტყვე: – არა ვაჟა ბატონო,  ეს კაცი უკვე დასჯილია,საქათმეში დავიჭირეთ და ხომ ხედავ რა დღეშია, რასაც ახლა განიცდის, რომელი სასჯელი დამართებს უფრო მეტს?  გავუშვათ, წავიდეს.  სხვისი კი არა ამის შემდეგ  იქნებ თავის საქათმეშიც აღარ შეიხედოს..

ქურდი გავათავისუფლეთ…

ჩვენ სუფრას დავუბრუნდით…

მეორე დღეს ჩემი სტუმრები ახმეტისკენ გაემგზავრნენ. ცხადია, მეც გავყევი. სოფელს რომ გავცდით, წუხანდელი ქურდი შემოგვეყარა წინ.  ქვევიდან მოდიოდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. რაღაც ხომ უნდა ერქვა, დარცხვენილი მოგვესალმა, შემდეგ კი მომართა:

–  საით მობრძანდები უჩიტელო?

ჩემმა ქვისლმა, მიხეილ მათურელმა, პასუხი არ მაცალა, თითონ მიუგო

– აი იქით, საქათმისკენ!

საწყალმა ქურდმა ერთი სიკვდილი კიდევ გაათავა.  რაღაც უცნაურად მოიბუზა, ალბათ, მართლა ინატრა სიკვდილი.

ვაჟამ მიხეილ მათურელის მოსწრებულ პასუხზე ბევრი იცინა, მერე მიუბრუნდა გაწამებულ ფშაველს და უთხრა:

– ასე მოგიხდება, შე არაკაცო, შე ფშავლების შემარცხვენელო.

ახმეტამდე გვეყო სასაცილოდ ეს ამაბავი.

 

როსტომაანთ მარნის ქვევრის ღვინო მაღაზია 8000 მოსავალში / Rostomaant Marani Saperavi Qvevri wine at wine shop 8000 Vinatages

8000_mosavali_wineshop

Saperavi Qvevri Wine
საფერავის ქვევრის ღვინო
Saperavi Qvevri Wine

გაიხსნა ახალი ღვინის მაღაზია “8000 მოსავალი” საბურთალოზე,
მისამართი: სულხან ცინცაძის ქუჩა 26, თბილისი.

ამ მაღაზიაში დეგუსტაციის შედეგად ჩვენი ქვევრის საფერავის ღვინოც შეირჩა ! ასე რომ მიბრძანდით და ისიამოვნეთ ..

In wine Shop 8000 Vintages guest can taste and buy our Saperavi Qvevri wine. address: 26 Sulkhan Tsintsadze st, Tbilisi.

როსტომაანთ მარნის ჭაჭა ვინომანიაში / Rostomaant Marni Chacha ar Vinomania wine shop

 

Chacha_RostomaantMarani_small_2013Wine Shop Vinomania in Tbilisi

სიახლე! როსტომაანთ მარნის ჭაჭა მუხაში დაძველებული უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ღვინის მაღაზია ვინომანიში. მისამართი: ლესელიძის ქ. 5, თბილისი.

ჭაჭა არის ორნახადი, ალკოჰოლი შეადგენს 51% , ნახშირშია გაფილტრული და შემდეგ ისე არის დაძველებული მუხაში 1 წლამდე.

News! Rostomaant Marani Chacha aged in oak. now you can purchase at wine shop Vinomania, address: 5 leselidze st, Tbilisi.

 

How Georgians brought wine to Europe

howGeorgiabroughtwinetoEurope

 

Georgia has been acknowledged as the birthplace of wine by many archeologists, associations and research organizations. For example, an atlas “The Vintner’s Art” (NY 1992) by Hugh Johnson and James Holiday contains the following:

”Where was it first used to make wild wine? No one knows. But archaeology can point out the place where it was first cultivated. The scientific evidence (like the Book of Genesis) points to the foothills of the Caucasus. Georgia has produced the earliest evidence of vine selection and hence the emergence of the cultivated variety: Vitis vinifera sativa. Carbon-dating puts this change to domestication at about 5,000 BC. Mankind was therefore still in the Stone Age when he first cultivated the vine — and presumably made wine.” [1]

Wine expert and author of the world’s best wine guide, Oz Clarke agrees. The text, attached to the map, made by him reads:

”The soldiers, settlers and traders who carried vine cuttings in their saddlebags from the Black Sea and Eastern Mediterranean merely wanted something to trade and something civilized to drink. The World’s divers wine was the result.”

According to the author’s map, wine making first entered in Syria from Georgia, then Egypt from Italy and then in Western Europe.

At the London wine museum Vinopolis (Vinopolis, No.1 Bank End, London, SE1 9BU.) Georgia is in the honorable first section, which is called “Georgia – the cradle of wine”.

”The tour began with displays that show Georgia, a land surrounded by Russia, the Black Sea, Turkey, Armenia, and Azerbaijan was the cradle of

wine. Archeological evidence points out that viniculture took place in Georgia around 6000 BC with more than 500 grape varietals. An antique kvevri, once used to ferment wines, is on display. These 300-500 decalitre jugs would have been buried in the ground up to near the top in order to control temperature. Next, one travels through displays of the importance of the Bordeaux and Rhone areas of France.” ([2] VinopolisTerry Sullivan : No. 1 Bank End, London SE1 9BU 0870 241 4040)

source: http://travelingeorgia.ge/en/news/521/

 

ვისკის ლექცია ღვინის სკოლაში

Wisky 2016-03-19 12.22.26 2016-03-19 12.24.35 HDR 2016-03-19 12.31.09 2016-03-19 14.51.35 2016-03-19 15.11.31 2016-03-19 15.48.47

19 აპრილს ჩაგვირტარდა მორიგი ლექცია ვისკის შესახებ სომელიელთა ასოციაციის ორგანიზებით. ლექციცია ჩაგვიტარა საქართველოს ვისკის კლუბის ხელმძვანელმა ბატონ გიგა ხატიაშვილმა. ლექცია საკმაოდ საინტერეს იყო, გავიარეთ ვისკის დაყენების ტექნლოგიური პროცესები, ვისკის მწარმოებელი ქვეყნები, დავაგემოვნეთ საუკეთესო ვისკები შოტლანდიური, დანიური და ამერიკული.

ლექციის ბოლოს პრეზენტაცია ჩაგვიტარა ბატონ ალექსანდრე კვერნაძემ თავის ვისკის შესახებ, გაგვიზიარა თავის გამოცდილება, მან დანერგა ინოვაცია და ქვევრში გამოხადა ვისკი, რომელიც დავაგემოვნეთ და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა

მცირე ოჯახური მარანი / Wine Cellar

This is a demo store for testing purposes — no orders shall be fulfilled.